Sunday, September 22, 2019

   ტრენინგის I დღე
 რეფლექსია
დღეს,21 სექტემბერს მოვედი ტრენინგზე-"ინტელის ძირითადი კურსი:პროექტებით სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება.ამ კურსის გავლა ძალიან მაინტერესებდა და მადლობა ხელმძღვანელს,ქალბატონ დიანა მიქაძეს აქ რომ მოვხვდი.
    ჩემთვის სიახლე იყო ელექტრონული წიგნის გამოყენება,ასევე პორტფოლიოს სტრუქტურის შედგენა,გავეცანი პორტფოლიოს და მის კომპონენტებს,პირველად გავიგე,რა იყო ჩეკლისტი-ანუ შეფასების ფორმა.პირველი დღისთვის ჩემთვის რთული იყო.   
  ტრენინგის II დღე
       მეორე დღე უკვე აღარ იყო ძალიან  რთული,ყური მივაჩვიე ტერმინოლოგიას.ვისწავლე და შევქმენი პორტფოლიო,სადაც შემიძლია შევინახო ჩემს მიერ შექმნილი მასალები.გავეცანი გუგლ-დრაივის ვირტუალური სივრცის შექმნას.დავათვალიერე ეროვნული სასწავლო გეგმის ეროვნული პორტალი,ჩამოვტვირთე ჩემი საგნის|ისტორიის| სტანდარტები და ინდიკატორები,რაც დამეხმარება პროექტის გეგმის შედგენაში.წარმოდგენა შემექმნა პროექტის მიზნის და რესურსის შექმნაზე.ვისწავლე ინტელის ბლოგის სივრცის შექმნა და მოწყობა,სადაც შემიძლია გამოვაქვეყნო ჩემს მიერ შექმნილი ყველა მასალა. დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო,მადლობა დიანა მიქაძეს.

No comments:

Post a Comment