Sunday, September 22, 2019

ტრენინგის მე4 დღე.

     დღეს 29 სექტემბერია.ეს დღე იყო რთული და მოცულობითი.ვისწავლეთ შეფასების  ხუთი სტრატეგია.
      პირველი სტრატეგია-მოსწავლეთა წინა ცოდნისა და საჭიროების სტრატეგიები.გავიგე,რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ხდება ახსნამდე,რომ განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება,უნარები,დამოკიდებულება,აქ შეიძლება გამოვიყენო მეთოდი-ვიცი,ვიცოდი,გავიგე და გონებრივი იერიში.
      მეორე სტრატეგია-წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები-ამით ვაფასებთ მოსწავლის უნარს რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად საკითხის შესწავლას,აღიქვამენ  უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელს.შეფასებას.ამ სტრატეგიაში ვიყენებთ მეთოდებს;
პროექტის გეგმები,თვითშეფასება და რეფლექსია,თანასწორთა უკუკავშირი,ჯგუფური დაკავშირება.
      მესამე სტრატეგია-პროგრესის მონიტორინგის სტრატეგია-აქ ჩვენ ვადგენთ რა უჭირს მოსწავლეს,რა საკითხში და რაში უნდა დაეხმარო.მეთოდებია-დღიური,პროგრესის ჩეკლისტი,პროგრესის ანგარიში და სხვა.
      მეოთხე სტრატეგია-გაგების,შემოწმებისა და შემეცნების წახალისებისთვის.აქ თვითონ მოსწავლემ თვითონ გაიგო,გააკეთა-თვითონ აკეთებს შეფასებას,როგორ გაიგო.მეთოდებია- ფოტო,ვიდეო,ჟურნალები, ინტერვიუები და დაკვირვებები,არასტრუქტურული გამოქვეყნება,წერითი და ზეპირი ტესტები.
      მეხუთე სტრატეგია-გაგებისა დაუნარის დემონსტრირება.ანუ რა გაიგო მოსწავლემ და რა უნარები შეიძინა.მეთოდებია-სასწავლო კონკურსები,პორტფოლიო და სხვა.
       დღეს ვისწავლე სურათების ატვირთვა ბლოგზე.
        მადლობა დიანა მიქაძეს.

No comments:

Post a Comment